შპს "ქუთაისის რკინიგზის მრავალპროფილიანი პოლიკლინიკის" მფლობელი ფიზიკური პირი დიმიტრი მხეიძე გახდა.
დიმიტრიმ მხეიძემ სამედიცინო დაწესებულება ელეტრონულ აუქციონზე
128 ათას ლარად შეიძინა. ობიექტის საწყისი ღირებულება 118 ათას ლარად იყო განსაზღვრული. აუქციონის პირობების თანახმად, ინვესტორი ვალდებულია, "ქუთაისის რკინიგზის მრავალპროფილიანი პოლიკლინიკას", შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 წლის განმავლობაში საპრივატიზებო ობიექტს სამედიცინო პროფილი შეუნარჩუნოს.
ინვესტორი ვალდებულია ასევე უზრუნველყოს სამედიცინო პერსონალის (ექიმების და ექთნების), შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან, სულ მცირე, ერთი თვის ვადით დასაქმება, დასაქმების მომენტისთვის მათი პოზიციებისა და ანაზღაურების არსებული პირობების შენარჩუნებით და წლიური საშუალო ხელფასის გათვალისწინებით.
შეგახსენებთ, რომ შპს "ქუთაისის რკინიგზის მრავალპროფილიანი პოლიკლინიკის" კაპიტალი (2012 წლის 1-ლი იანვრის ბალანსის მონაცემებით) - 40 040 ლარითაა განსაზღვრული, დებიტორული დავალიანება (01.01.2012 წლის მდგომარეობით) - 3 181 ლარით, კრედიტორული დავალიანება კი(01.01.2012 წლის მდგომარეობით) - 6 822 ლარადაა განსაზღვრული.
საწარმოს გადასახდელი აქვს 2011 წლის მოგებიდნ 4 000 ლარამდე დივიდენდი .