საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-საინჟინრო ბრიგადას განაღმვითი აღჭურვილობა გადაეცა.
460 ათასი ევროს ღირებულების მესანგრეთა და განაღმვითი აღჭურვილობის შეძენა ნატო-ს პარტნიორობა მშვიდობისათვის სატრასტო ფონდის „ომის ფეთქებადი ნარჩენების გაწმენდისა და სამედიცინო რეაბილიტაციის პროექტის" ფარგლებში მოხდა.
აღჭურვილობის გადმოცემის დოკუმენტს ხელი ნამსას წარმომადგენელმა დევიდ თაუნდროუმ და თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ ხარშილაძემ მოაწერეს.
ღონისძიებას ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელძღვანელი უილიამ ლაჰიუ და ესტონეთის ელჩი საქართველოში თომას ლუკი, ასევე, პროექტში მონაწილე ქვეყნების და დიპლომატიური კოპრუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
პროექტი საქართველოში 2010 წლის ოქტომბრიდან ხორციელდება. პროექტის ფარგლებში მესანგრეთა ასეული ჰუმანიტარული განაღმვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადდა და აღიჭურვა. თანამედროვე აღჭურვილობა გადაეცა გორის სამხედრო ჰოსპიტლის სამედიცინო რეაბილიტაციის განყოფილებას. გათვალისწინებულია ასეულისთვის სხვადასხვა ტიპის ავტომანქანების შეძენაც.