სპორტული ტანსაცმლის Adidas-ის გერმანელმა მწარმოებელმა, პირველად კომპანიის ისტორიაში წმინდა მოგება მიიღო.
მოსალოდნელი ოლიმპიური თამაშებისა და საფეხბურთო ჩემპიონატის ევრო 2012 -ის ფონზე კომპანია იმედოვნებს მოგების მხრივ კიდევ ერთი რეკორდი დაამყაროს.
2011 წელთან შედარებით კომპანიის წმინდა მოგება 18%-ით 671 მილიონი ევროთი გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას ბოლო სამი თვის განმავლობაში მოგება ფაქტიურად არ მიუღია. - იუწყება "ბი-ბი-სი."
კომპანია აცხადებს, რომ ოლიმპიური თამაშები-2012 და საფეხბურთო ჩემპიონატი ევრო-2012 ხელსშეუწყობს მოგების ზრდას.
მიუხედავად მცირე მოგებისა, რომელიც გასულ წელთან შედარებით 11 %-ით გაიზარდა., Adidas - ის გაყიდვების ტემპის ზრდა ბოლო კვარტალში საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა, მთლიანად გაყიდვები წლის განმავლობაში 13%-ით გაიზარდა
"ჩვენ მივაღწიეთ პროგრესს რენტაბელობის მხრივ"- განაცხადა კომპანიის მმართველმა გერბერტ ჰაინერმა, რომელმაც აქვე დასძინა, რომ 2012 წლის ზაფხული ფირმას დაეხმარება გაყიდვების მხრივ მაქსიმალურ შედეგებს მიაღწიოს.
"მთავარ სპორტულ ღონისძიებებს მუდამ თან ახლავს ხმაური და აჟიოტაჟი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ისეთი მასშტაბური არ არიან,როგორც ლონდონის ოლიმპიური თამაშები და UEFA-2012"-ხაზი გაუსვა მან