დაღესტანში შეიარაღებულმა უცნობმა პირებმა რუსული ვერტმფრენი "მი-8" დაცხრილეს. ვერტმფრენმა ავარიული დაშვება განახორციელა. ეკიპაჟი არ დაზარალებულა.
საპასუხოდ, ამჟამად დაღესტნის იმ რაიონში საიდანაც ვერტმფრენი დაიცხრილა, კერძოდ კი კარაბუდახკენტის რაიონის ტყის მასივზე იერიში ავიაციასა და არტილერიას მიაქვს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია სამართალდამცავ ორგანოებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ბოევიკების განადგურების შესახებ ინფორმაცია ჯერ ჯერობით არ არსებობს. რაიონში არტილერია და ავიაცია მუშაობას აგრძელებს", _ იუწყება რუსული მედიის წყარო.