სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საგადასახადო საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა ექნება. „საგადასახადო კოდექსში" შესატანი ცვლილებების მიხედვით, ორივე უწყებას შესაძლებლობა ეძლევა ნებისმიერ საგადასახადო ინფორმაციაზე ქონდეს წვდომა, მათ შორის საიდუმლო საგადასახადო ინფორმაციაზე.
კანონპროექტის ავტორთა განმარტებით, როდესაც პარლამენტში „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ" და „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ საქართველოს კოდექსის" პროექტები იხილებოდა, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოითქვა გარკვეული შენიშვნები, რომ მათ საკუთარი საქმიანობის უკეთ განხორციელების მიზნით საიდუმლო საგადასახადო ინფორმაციაზე წვდომა ესაჭიროებოდათ.