საქართველოს პარლამენტი „საქართველოსა და უნგრეთს შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადის გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ" დოკუმენტის რატიფიცირებისთვის ემზადება. საკითხი დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილეს. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ რუსუდან კემულარიამ განაცხადა, საქართველოს ანალოგიური ხელშეკრულება 36 ქვეყანასთან უკვე გაფორმებული აქვს.
კემულარიას განმარტებით, ანალოგიური ხელშეკრულების რატიფიცირება კი უნგრეთთან სავაჭრო ურთიერთობებს კიდევ უფრო გაზრდის.
რუსუდან კემულარიას განმარტებით 2011 წელს უნგრეთ-საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ 37 მლნ დოლარი შეადგინა, რაც კემულარიას ინფორმაციით, 2010 წლის სტატისტიკურ მონაცემებთან შედარებით 8 მლნ დოლარითაა გაზრდილი.