დღეს, 8 მარტს, „თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს გამორჩეულ და ორიგინალურ აქციას სთავაზობს. აქციის ფარგლებში „თეგეტა მოტორსის" ცენტრალურ ფილიალში მამაკაცებს ეძლევათ შანსი, გაულამაზონ დღე საყვარელ მანდილოსანს, ქალბატონებს კი შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ პორშეს „ტესტ დრაივში" და აღბეჭდონ დღე ფოტოსესიის მეშვეობით.
მამაკაცებს, რომლებიც მობრძანდებიან საყვარელი მანდილოსნის კუთვნილი ავტომანქანის შესაკეთებლად, „თეგეტა მოტორსი" უფასო მომსახურების ვაუჩერებს გადასცემს. უფასო ვაუჩერებს მიიღებენ ასევე მანდილოსანი მძღოლებიც. ვაუჩერების მეშვეობით შესაძლებელი იქნება სასურველი მომსახურების შერჩევა: კომპიუტერული დიაგნოსტიკა, სავალი ნაწილის შემოწმება, თვლების შეყრა... ასევე, ყველა მანდილოსანს საჩუქრად გადაეცემა ავტომობილის რეცხვის ბარათები.
გარდა ზემოთაღნიშნულისა, მთელი დღის განმავლობაში მანდილოსნებს საშუალება ექნებათ გაისეირნონ ავტომობილით „პორშე პანამერა" და მონაწილეობა მიიღონ პროფესიონალი ფოტოგრაფის მიერ გადაღებულ ფოტოსესიაში.
8 მარტს „თეგეტა მოტორსის" ცენტრალურ ფილიალში მისულ მომხმარებელს დახვდება სასიამოვნო გარემო, სპეციალურად მოწყობილი „შოუ რუმები" საიუველირო და ყვავილების მაღაზიებისგან, სპეციალური ფასდაკლებები და მრავალი სიურპრიზი.
აღნიშნული ღონისძიებისთვის, პარტნიორმა კომპანიებმა „სვაროვსკი", „არტ თაიმი", „მანდარინა", დააწესეს სპეციალური ფასდაკლებები და სასაჩურე ბარათები საიუველირო პროდუქციაზე. ადგილზე გაიმართება საიუველირო კომპანია „ბაკარასა" და ყვავილების ონლაინ მაღაზია Bouquetshop.ge-ს გამოფენა-გაყიდვა.
მასალის გამოყენების პირობები