ქართულ ბიზნეს ISK-SEODEX - 2012-ში მონაწილეიბის საშუალება ეძლევა. როგორც სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს"დამსაქმებელთა ასოციაციიდან აცნობეს, ასოციაციისა და თურქეთის საელჩოს ორგანიზებით, 30 აპრილიდან 3 მაისამდე ქალაქ სტამბოლში "ISK-SEODEX - 2012 გამათბობლის, ვენტილაციის, იზოლაციის, ტუმბოს, მაცივრის დანადგარების, წყლის გამწმენდისა და მზის ენერგიის სისტემების სტამბოლის საერთაშორისო" გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
გამოფენა-გაყიდვას დაესწრებიან ორგანიზაციები და მათი წარმომადგენლები შემდეგი ქვეყნებიდან: ამერიკა, ანგოლა, არგენტინა, ალბანეთი, აზერბაიჯანი, გაერთიანებული არაბეთის ემირატები, ბოსნია ჰერცოგოვინა, ბრაზილია, ესტონეთი, ეთიოპია, ფილიპინები, პალესტინა, ბულგარეთი, საქართველო, ინდოეთი, ხორვატია, ირანი, ერაყი, ირლანდია, ესპანეთი, ისრაელი, შვეიცარია, იტალია, კამერუნი, ყაზახეთი, ქარადაღი, კენია, ყაზახეთი, კოსოვო, კუვეიტი, ლიტვა, მაკედონია, ლიბია, ლიბანი, ეგვიპტე, მოლდოვეთი, სლოვაკეთი, ტაჯიკეთი, პოლონეთი, რუმინეთი, რუსეთი, საუდის არაბეთი, ტუნისი, თურქმენეთი, უკრაინა, იემენი, საბერძნეთი და იორდანია.
აღსანიშნავია, რომ დასწრების მსურველი ფირმების წარმომადგენლებისათვის ორგანიზატორი აანაზღაურებს დაბინავების ხარჯებს.
იმავდროულად, ფირმების წარმომადგენლებისათვის გაიმართება ორმხრივი შეხვედრები. განაცხადების მიღების ბოლო ვადა წლის 9 აპრილი.