7 მარტს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე გაიყიდა 5 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10 წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 13 700 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 12.200 პროცენტით, მაქსიმალური 12.410 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 12.305 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონურმა განაკვეთმა 12.3 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.