რესპოდენტის შესახებ
რუსეთის არჩევნების დამთავრებისთანავე პრეზიდენტობის კანდიდატმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ არ გადახედავს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხს, რამაც ბუნებრივი ვნებათაღელვა გამოიწვია ქართულ პოლიტიკურ წრეებში. ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციის „საქართველოსათვის" თავმჯდომარეს და საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიის „განახლებული საქართველოსათვის" საერთაშორისო მრჩეველს ბატონ მინდია გულუას დავუკავშირდით.
- ბატონო მინდია, როგორ შეაფასებდით პუტინის განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ის არ გადახედავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის საკითხს?
- როგორც ნებისმიერი პატრიოტი ქართველისთვის, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ვლადიმერ პუტინის ასეთი მიდგომა და არასდროს შევეგუები ჩემი ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვას. ჩემი ცხოვრებისა და მოღვაწეობის მთავარი მიზანია ხელი შევუწყო საქართველოს გაერთიანებას და ამისათვის ვიბრძოლო მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით.
___ბატონო მინდია, ე.ი. თქვენ ეწინააღმდეგებით რუსეთის ასეთ პოლიტიკას?
___ ამას არც უნდა მეკითხებოდეთ, მე ძირისძირამდე ქართველი კაცი გახლავართ და როგორ შეიძლება ვეთანხმებოდე საკუთარი ქვეყნის ოკუპაციას? ამას მოღალატე და რენეგატი ქართველები ეთანხმებიან. უფრო მეტს გეტყვით -- პუტინის ზემოაღნიშნული განცხადების გამო მისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება არ მიმილოცია. ვერ გავაკეთებდი ამას, რადგან სამშობლოს ვერავისზე და ვერაფერზე გავცვლი.
___ არც მიულოცავთ, ბატონო მინდია?
__ ამ დღეებში აუცილებლად შევხვდები მას, გავარკვევ და დავაზუსტებ მის პოზიციას, თუ რაში მდგომარეობს მისი განცხადების არსი და რისი თქმა სურდა ამით. თუ იგი გადახედავს ამ საკითხებს და ხელს არ შეუშლის საქართველოს მშვიდობიან გაერთიანებას, რათქმა უნდა მივულოცავ, მაგრამ ანექსიის განხორციელებას ვერ შევეგუები. ბუნებით ოპტიმისტი ვარ და ვიმედოვნებ, რომ მან ემოციების ფონზე არასწორად გამოთქვა თავისი აზრი.
___ ხომ ვერ გვეტყვით, მოვლენები როგორ განვითარდება?
___ ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ პუტინს სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ნამდვილად აწყობს, რადგანაც გაყინული პრობლემები ზედმეტი დიპლომატიური თავსატეხისაგან იცავს. სააკაშვილი ვერასდროს მოახერხებს დაიწყოს დეოკუპაციის პროცესი იმ დაძაბული ურთიერთობების ფონზე, რაც მასსა და პუტინს შორის არის, ე.ი. რა გამოდის, რუსეთს აწყობს სააკაშვილი, მისი არაპროგნოზირებადი, ცვალებადი, არამყარი პოლიტიკის გამო და ნებისმიერი ძალა, რომელიც მას შეცვლის, ბუნებრივია რეალურად დააყენებს საქართველოს დეოკუპაციის საკითხს. საქართველოდან რუსეთის საჯარისო ნაწილების გაყვანა უნდა იყოს ყველა პატრიოტის უპირველესი საფიქრალი და საზრუნავი და ამისათვის საჭიროა ძალიან სერიოზული, დაფიქრებული და აქტიური მუშაობა და არა მხოლოდ რიტორიკა.
___ ე.ი. ისევ ბრძოლა და ბრძოლა ხომ, ბატონო მინდია?
___ორი საუკუნის წინ ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა: „თავისუფლებისა და სიცოცხლის ღირსი ის არის, ვინც ყოველდღე განუწყვეტლივ მისთვის იბრძვისო." ასეა ჩვენ მცირე ერი ვართ და არ გვაქვს თვალის მოხუჭვის არც უფლება და არც ფუფუნება.
თუ საქართველოს დეოკუპაციის პროცესი არ დაიწყო, მუდმივად ასეთ მტრულ დამოკიდებულებაში იქნება ერთმანეთთან რუსეთი და საქართველო.
საქართველო ვერ იქნება ბედნიერი, სანამ სამაჩაბლოსა და აფხაზეთს არ დაიბრუნებს. მე პატივს ვცემ რუს ხალხს, მის ტრადიციებს და ყველაფერს, რაც ღირებულია მისთვის! რუსეთმაც მით უფრო უმაღლესი თანამდებობის პირმა ასევე უნდა სცეს პატივი საქართველოს, მის სახელმწიფოებრიობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.
___ ეტყობა პუტინი ვერ პატიობს სააკაშვილს მისადმი გამოთქმულ ეპითეტებს, რომლითაც თავს იწონებდა შემდეგ მისი გუნდი?
___ საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა, სახელმწიფო და მას თითო ოროლა პოლიტიკოსის მიმართებიდან გამომდინარე არ უნდა მიუდგე. სააკაშვილმა აირჩია თავისი გზა, რა თქმა უნდა არასწორი, არაპრაგმატული და აბსოლუტურად მიუღებელი მრავალი ქართველისთვის, მაგრამ ეს არავის და მათ შორის პუტინს არ აძლევს იმის უფლებას, რომ ასეთი უკანონობით მიუდგეს ისეთი ისტორიის, ტრადიციისა და კულტურის მქონე ქვეყანას, როგორიც საქართველოა.
___ რისი იმედი გაქვთ ბატონო მინდია დღევანდელი პოლიტიკიდან გამომდინარე?
___ კეთილგონიერების! მწამს, რომ ვლადიმერ პუტინი შეცვლის თავის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ და ხელს არ შეუშლის მისი დეოკუპაციის პროცესს, რადგანაც თვითონაც კარგად იცის, რომ საქართველოს დეოკუპაციის გარეშე ვერ მოხერხდება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მოგვარება და რუსეთის საერთაშორისო იმიჯის გამოსწორება. ორივე ქვეყანა - რუსეთიცა და საქართველოც უნდა გათავისუფლდეს მახინჯი სტერეოტიპებისაგან, რათა შესაძლებელი გახდეს კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება.
___ და გადადგამს ასეთ ნაბიჯს პუტინი?
__ მჯერა, რომ გადადგამს. პუტინმა თავისი განცხადებებით სააკაშვილს საშუალება მისცა გააძლიეროს ანტირუსული რიტორიკა, რომელიც ხალხის თვალში სააკაშვილს წარმოაჩენს გმირად, რომელიც თავდაუზოგავად იბრძვის კრემლის პოლიტიკის წინააღმდეგ. სააკაშვილს კი ლანძღვა-გინების გარდა რეალურად არაფერი გაუკეთებია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და სხვადასხვა ფაქტორების გამო ვერც გააკეთებს.
თუ ბატონ პუტინს აწყობს ანტირუსული ისტერია და ამის ფონზე სააკაშვილიც, ღმერთმა სიკეთეში მოახმაროს, მაგრამ მე ამ ფარსს ვერასდროს შევურიგდები.
ჩემი და ჩემი თანამოაზრეების მთავარი მიზანი გახლავთ ურთიერთობის დალაგება რუსეთთან, დიალოგი აფხაზებთან, ოსებთან და ყველაფერი ეს გვჭირდება საქართველოს გასაერთიანებლად, ვინც ამის წინააღმდეგია, ის ჩემი ქვეყნის და ჩემი ხალხის წინააღმდეგია და აქედან გამომდინარე ჩემი მტერიცაა.
___რას იზამს მინდია გულუა თუ რუსეთი, ამ შემთხვევაში მისი პრეზიდენტი, არ გადახედავს საქართველოსათვის საჭირბოროტო საკითხებს?
მაშინ ჩვენს პოლიტიკურ მოღვაწეობას საქართველოსა და რუსეთში არავითარი აზრი არ ექნება. ასევე გადავდგები რუსეთში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციის „საქართველოსათვის" ხელმძღვანელის თანამდებობიდან და კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებ რუსეთში ჩემს მოღვაწეობას. მანამ კი ვეცდები დავარწმუნო ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი, რომ საჭიროა შეცვალოს მიდგომა საქართველოს მიმართ და დაგვიტოვოს ქართველებს შანსი საქართველოს მშვიდობიანი გზით გაერთიანებისა. რუსეთმა და საქართველომ შეიძლება ყველაფერზე მოილაპარაკონ, ოღონდ არა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.
1992-93 წლებში იარაღით ხელში მე ვიცავდი აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ვიყავი და ვრჩები საქართველოსთვის გულანთებული და სიცოცხლეს არ დავიშურებ თუ იგი ჩემს ხალხსა და ქვეყანას დასჭირდა, მაგრამ დღეს სხვა დროა, დღეს საჭიროა პრაგმატული და საღი მიდგომა საქართველოს მშვიდობიანი გაერთიანებისათვის. მე მაქვს იმის რესურსი და პოტენციალი, რომ ხელი შევუწყო საქართველოს გაერთიანებას.
ერთიანი ეროვნული ცნობიერება ვერასდროს შეეგუება ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვას. მე იმ ერთიანი ცნობიერების ერთი ნაწილი გახლავართ.

ავტორი: . .