რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ გერმანელი პოლიტიკოსები გერმანულ-რუსულ ურთიერთობებში სერიოზულ ცვლილებებს არ ელიან. ინფორმაციას ამის შესახებ "Deutsche Welle" ავრცელებს. 
"გერმანია დაინტერესებულია ახლანდელი კურსისა და სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებაში, ასევე კონტაქტების განვითარებაში, როგორც ოფიციალუ ასევე არაოფიციალურ დონეზე", _ განაცხადა გერმანიის მთავრობაში გერმანულ-რუსული ურთიერთობების კოორდინატორმა ანდრეას შოკკენჰოფმა. 
რუსეთში არსებული სიტუაციის კომენტირებისას ანდრეას შოკკენჰოფმა აღნიშნა, რომ რუსეთში მოსალოდნელია დაძაბულობის ზრდა რეფორმების მსურველ მზარდ საშუალო კლასსა და არჩეულ პრეზიდენტს შორის რომელსაც სტაბილურობა სურს.