გერმანიაში კიდევ 185 ქართველი სამხედრო გაემგზავრა. 31-ე ბატალიონის ბოლო ბრიგადამ თბილისი წუხელ დატოვა.
ჯარისკაცები გერმანიაში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გააცილა.
სამხედროები წვრთნებს ამერიკულ სამხედრო ბაზაზე გაივლიან. მათი გადამზადება სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მიზნით ხორციელდება.
სამხედრო წვრთნების წარმატებით გავლის შემთხვევაში ქართველი ჯარისკაცები ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ჩაერთვებიან.
გერმანიაში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე სწავლებაში სულ 750 ქართველი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.