სარეზერვო სამსახურში გამოძახების შემთხვევები და შეტყობინების წესი პრეზიდენტის ბრძანებულებით განისაზღვრება. აღნიშნულის შესახებ პარლამენტმა დღეს, "სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.
მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სამობილიზაციო მზადყოფნის შემოწმების, საგანგებო მდგომარეობის და სიტუაციის დროს თავდაცვის სამინისტრომ ტექნიკური და კომუნიკაციის სხვა საშულებებით შეუძლია სარეზერვო სამსახურში გასაწვევად შეუძლია გამოიძახოს, რომელოსაც სარეზერვო სამსახური აქვს გავლილი.
ასეთი გამოძახების შემთხვევები და შეტყობინების წესი, პრეზიდენტის ბრძანებულებით განისაზღვრება.
აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტრო ვალდებულია, გამოძახებულ პირს ხელი შეუწყოს სამსახურში საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შესახებ სამსაქმებელს შეატყობინოს.
გარდა ამისა, თავდაცვის სამინისტრო უფლებამოსილია საკუთარი ძალებით ან ასიგნებებით უზრუნველყოს რეზერვისტების შემკრებ პუნქტამდე მიყვანა.
დღეს მოქმედი კანონით, სარეზერვო სამსახურში გამოძახებული პირების შესაბამის პუნქტამდე მიყვანას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უზრუნველყოფდა.