სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა გაიზარდა. ამასთან დაკავშირებით პარლამენტმა „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში" ცვლილებები დღეს, პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა.
მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის გამვლელთათვის სამხედრო სამსახურის ვადად 12 თვის ნაცვალდ 15 თვე განისაზღვრება.
ამასთან, სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადის გაზრდა მხოლოდ კანონის მიღების შემდეგ გაწვეულ წვევამდელებს შეეხებათ.
„სამხედრო სამსახურის 15-თვიანი ვადა არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც გაწვეულნი იქნენ სახედრო სავალდებულო სამსახურში ამ კანონის ამოქმედებამდე", - განმარტებულია პროექტის განმარტებით ბარათში.