მიმდინარე წლის ივნისში აშშ-ს დახმარებით ერთობლივი ქართულ-სომხური სამხედრო სწავლება გაიმართება. ეს სწავლებები შეიძლება შეფასდეს, როგორც პოზიტიური ნაბიჯი, რომელიც მიმართულია ამერიკულ-სომხური და ქართულ-სომხური ურთიერთობების გამყარებისკენ. განცხადება ამის შესახებ სომხური პოლიტიკური და საერთაშორისო ცენტრის სამხედრო ექსპერტმა რუბენ მეგრაბიანმა გააკეთა.
მისივე თქმით, 21-23 თებერვალს აშშ-ს მთავრობისა და სომხეთის ხელისუფლების დახმარებით ერევანში სომხურ-ქართული საშტაბო სწავლებები გაიმართა თემაზე: "მასობრივი განადგურების იარაღის აღმოჩენა და განადგურება". ამასთან ერთად მეგრანიაბმა აღნიშნა, რომ მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების პრობლემა რეგიონისათვის ერთ-ერთი უმთავრესია.
"ბირთვული მასალების გადატანის საკითხში ჩვენი რეგიონი, მათ შორის სომხეთი შესაძლოა განხილული იყოს, როგორც ერთ ერთი სატრანზიტო რგოლი და ამიტომაც ასეთი ტრანზიტის აღკვეთა ძალიან მნიშვნელოვანია სომხეთისათვის.