მახაჩკალაში დღეს მილიციის მაიორი და მისი მეუღლე ავტომობილში ჩაცხრილეს. ინფორმაციას ამის შესახებ დაღესტნის შს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმა ამ დილით განხორციელდა. ბოროტმოქმედებმა მაიორ მაგომედ ბუტაევის კუთვნილი ავტომობილი დაცხრილეს. ავტომობილში ამ დროს მაიორი და მისი მეუღლე იმყოფებოდნენ. ორივე მათგანი მიღებული ჭრილობებისაგან ადგილზე გარდაიცვალა.