ENG / RUS       12+

რუსეთი და თურქეთი სამხრეთ კავკასიაში

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კავკასიის რეგიონში კვლავ დაბრუნდნენ ისეთი დიდი მოთამაშეები როგორებიც არიან: რუსეთის ფედერაცია და თურქეთი. ბოლო წლების განმავლობაში კი მათი მჭიდრო თანამშრომლობა არაერთხელ მოექცა ქართული საზოგადოების ყურადღების ცენტრში.

თურქეთი

თურქეთის საგარეო პოლიტიკის ანალიზი, გვაძლევს საშუალებს დავასკნათ რომ იგი მრავალვექტორულია. ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად თურქეთი დღეს ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კვკასიის ახალი, უპირატესად თურქულენოვან სახელმწიფოებთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას მიიჩნევს. გარდა ამისა, სახეზე გვაქვს თურქეთის სწრაფვა რეგონული ლიდერობისკენ და სამხრეთის საკვანძო სატრანზიტო ცენტრის, ენერგორესურსების ერთგვარი მიმღებ-გამანაწილებლის როლის დამკვიდრების მცდელობა.

ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში თურქეთსა და რუსეთს შორის ბოლო პერიოდში მჭიდრო კავშირები ჩამოყალიბდა, როგორც ეკონომიკურ, ისე, პოლიტიკურ ასპარეზზე. მათი ინტერესები რეგიონში ამ ეტაპისთვის გარკვეულ ნაწილში ემთხვევა, თუმცა ეს სრულებითაც არ ნიშნავს რომ თურქეთისა და რუსეთის მჭიდრო თანამშრომლობა უსაზღვროა:

1. თურქეთი უახლოეს თვალსაწიერ მომავალში, მიუხედავად მისი დასავლეთის მიმართ ნაწილობრივ გაუცხოებისა ბოლომდე ვერ იტყვის უარს მის დასავლურ პოლიტიკურ ორიენტაციაზე; მიუხედავად ქვეყნის სათავეში მოსული ისლამისტური ყაიდის მმართველი გუნდისა.

2. დიდი ალბათობით, რუსეთისთვის სწორედ თურქეთის რეგიონალური (ევრაზიული)დიდი იდეები ვერ იქნება მისაღები.

საგარეო პოლიტიკის მრავალვექტორულობამ შეიძლება ითქვას, რომ მმართველი გუნდი კონკრეტული გამოწვევების წინაშე დააყენა. 2003 წლიდან 2009 წლამდე თურქეთს დასავლეთის არცერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში მონაწილეობა არ მიუღია. როგორც ჩანს თურქეთის მმართველმა ელიტან გააცნოებირა, რომ დასავლეთთან "ბუტიაობის" დასაშვებ ზღვარს სხვადასხვა ობიექტური მიზეზების გამო ვერ გადააბიჯებს. სავარაუდოდ, პრემიერ ერდოღანის მკაცრი პოზიცია სირიის პრეზიდენტის მიმართ ამის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

თუმცა პრემიერ ერდოღანს მოუწევს დაამტკიცოს მისი გულწრფელობა. რუსეთის ორმაგი თამაშის პირობებში თურქეთის პოზიცია გაცილებით თვალშისაცემი იქნება დასავლეთისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში "გლობალური ერგენექონის" საბოლოოდ მიძინება ისლამისტური ყაიდის სამართლიანობისა და განვითარების პარტიისთვის არც ისე ადვილი საქმე იქნება. თურქეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში არეულობის შეტანას კი გარკვეულ ეტაპზე და გარკვეული დროით რუსეთის პოლიტიკური ადმინისტრაციაც სიამოვნებით დააკვირდებოდა.

ამდენად, უნდა ვივარაუდოთ რომ სამართლიანობისა და განვითარების მმართველი პარტია გააგრძელებს რეგიონში ანტიდემოკრატულ ძალებთან დაპირისპირებას, ვინაიდან დემოკრატია მისი ლეგიტიმურობის საფუძველია. საქართველოსთან ინტენსიური თანამშროლობა კი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანი კომპონენტი იქნებოდა რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის.

თუ გავითვალისწინებთ რუსული ექსპანსიონისზმის ლოგიკას, რომელიც საღვრებთან არასტაბილურობას ყოველთვის საზღვრების გადაწევით პასუხობს, ქართული სახელმწიფოებრიობის მომავალი უმნიშვნელოვანესი თემა უნდა იყოს თურქეთისთვის.

რუსეთი

რუსეთის პოლიტიკის არსი კავკასიაში მეტ-ნაკლებად ნათელია. ჩრდილოეთ-კავკასიას კრემლი განიხილავს, როგორც ტერიტორიული სეპარატზმის ყველაზე სერიოოზულ საფრთხედ და აღიქვამს მას ყველაზე სუსტ წერტილად. ოფიციოზთა განცხადებები მიანიშნებს, რომ კრემლში მტკიცედ სჯერათ ჩრდილოეთ-კავკასიაში "მესამე ძალის" არსებობის, რომელიც ადამიანური და ფინანსური რესურსით პერიოდულად აფინანსებს აღნიშნულ კონფლიქტს. "მესამე ძალის" იდენტიფიკაცია მოსკოვმა უკვე დიდი ხანია გააკეთა.

ესენი არიან:

• აშშ (+ საუდის არაბეთი)
• დიდი ბრიტანეთი
• თურქეთი

მათი ღრმა რწმენით "მესამე ძალას" განზრახული აქვს რუსეთის დაშლა და ევრაზიის ენერგორესურსებზე საკუთარი კონტროლის დაწესება.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა სამხრეთ-კავკასიაში დიდი ხნის დაარღვია ბუნებრივი საზღვარი და მისი სამხედრო წარმომადგენლობა სომხეთის გარდა დე-ფაქტო აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთშიც "დაიკანონა" პრობლემა ამით არ ამოწურულა. საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სტრატეგიული ღერძი ჯერ ისევ შენარჩუნებულია და შეიძლება ითქვას რომ წარმატებით აგრძელებს არსებობას. დიდი ალბათობით მოსკოვში აცნობიერებენ, რომ:

• სამხრეთ-კავკასიაში "ახალი ოსმანების" პოლიტიკა გაცილებით პერსპექტიულია ვიდრე მათი მოძველებული იმპერიალისტური აზროვნება (თუ რატომ ვერ ცვლის რუსეთი მიდგომებს ეს საუბრის კიდევ სხვა თემაა)

• საქართველოს სახელმწიფოებრიობა შენარჩუნებულია და მის დასავლური საგარეო პოლიტიკური ვექტორის შეცვლას ქართველი ხალხი აღარ დაუშვებს.

• აზერბაიჯანი ერერგორესურსებისა და სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით ახერხებს ენერგომარაგების ექსპორტის წარმატებულ დივერსიფიკაციას და მუდმივად იმყოფება მჭიდრო და პარტნიორულ ურთიერთობებში დასავლეთთან.

მოსკოვს სერიოზულად აფიქრებს ზემოთ დასახელებული ფაქტორები სამხრეთ კავკასიაში, რომელიც დიდწილად, "ახალი ოსმანების" საგარეო-პოლიტიკური მრავალვექტორულობის შედეგად მიიღეს. ძნელია იმის დაჯერება, რომ რუსეთი ადვილად შეეგუება თურქეთის "ევრაზიულ ამბიციებს", იმდენად რამდენადაც არც თურქეთის ხელისუფლება დაუშვებს ერთი-ერთზე დარჩეს საერთაშორისო არენაზე ისეთ, არაერთგვაროვან და არაპროგნოზირებად მოთამაშესთან, როგორიც რუსეთია.

ანალიტიკოსები საკმაოდ საღი მსჯელობით ვარაუდობენ რომ რომ რუსულ-თურქული მჭიდრო თანამშრომლობის პერსპექტივა კავკასიაში იპოვის ლოგიკურ დასასრულს, როგორც კი ეს ორი მოთამაშე რეგიონში მარტო დარჩება ერთმანეთის პირისპირ.

დასკვნის სახით:

რაც შეეხება რეგიონში მოვლენების შესაძლო განვითარების ტენდეციებს. ახლო-აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებს კავკასიის რეგიონისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. იმდენად, რამდენადაც რეგიონის ისეთი დიდი მოთამაშეები, როგორიცაა რუსეთი და თურქეთი პირდაპირ, ან ირიბიდ მონაწილეობენ პროცესებში.

ახლო და შუა აღმოსავლეთში მოვლენების სამხედრო სცენარით განვითარების შემთხვევაში კი თურქეთის მთავარი გამოწვევა იქნება - შეარჩიოს ოპტიმალური პოზიცია და მაქსიმალურად დროულად აუღოს ალღო მისი საზღვრების სამხრეთით მიმდინარე პროცესებს. ამავდროულად, "ნეო-ოსმანები" ვერ იტყვიან უარს იმ პოლიტიკაზე, რომელსაც მათ კავკასიაში ლიდერობისთვის ბრძოლის სურვილი კარნახობს.

რუსეთი, რომელიც ასევე აქტიურად აკვირდება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს ხელიდან არ გაუშვებს შანს - კიდევ უფრო სამხრეთით გადაწიოს მისი საზღვრები და ახლო-აღმოსავლეთში მისი ინტერესების უგულვებელყოფის შემთხვევაში კიდევ უფრო მყარად გამაგრდეს კავკასიაში.

"ჯი–ეიჩ–ენი", გიორგი მოლოდინი

ავტორი: . .