ჩეჩნეთ-დაღესტანის საზღვარზე ბოევიკებსა და რუს სამართალდამცველებს შორის მიმდინარე ოთხდღიანი დაპირისპირების შედეგად 17 პოლიციელია დაღუპული. ამის შესახებ რუსლი მედია ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
სამინისტროს ინფორმაციით, შეტაკებების დროს 24 პოლიციელი დაიჭრა.
როგორც ცნობილია, სპეცოპერაცია 17 თებრვალს დაიწყო. პოლიციის მიერ ალყაში მოქცეული ბოევიკები მის გარღვევას შეეცადნენ. რუსმა სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ ავიაცია და არტილერია გამოიყენეს.
არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს დაღუპულია 7 ბოევიკი.
რუსული მედიის ცნობით, კი ქვეყნის პრეზიდენტმა დიმიტრი მდევედევმა შსს-ს მინისტრს, რაშიდ ნურგალიევს, დაღუპული პოლიციელების ოჯახებისთვის დახმარების აღმოჩენა დაავალა.