დღეს მახაჩკალაში პოლიციის თანამშრომელი მოკლეს. მვლელობის გარემოებები ამჟამად დგინდება. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია დაღესტნის დედაქალაქის სამართლადამცავ ორგანოებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით აქვეყნებს.
"წინასწარი ინფორმაციით, დაახლოებით 13:20 საათზე ტროლეიბუსის პარკის რაიონში უცნობმა პირმა ცეცლი გაუხსნა პოლიციის თანამშრომელს, რომელიც მიღებული ჭრილობებისაგან ადგილზე გარდაიცვალა. გარემოებები დგინდება", _ იუწყება რუსული მედია.