ჩეჩნეთში ფედერალური ძალებისა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ძალოვანის სტრუქტურების წარმომადგენლებმა მაგარბი ტიმირალიევის დაჯგუფების წევრები განადგურეს. განცხადება ამის შესახებ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა გააკეთა.
მისივე ინფორმაციით, მაგარბი ტიმირალიევი "აბუდარის" ზედმეტისახელით იყო ცნობილი და მისი დაჯგუფება შვიდი ადამიანისაგან შედგებოდა.
"მათ შეიარაღებული წინააღმდეგობა გასწიეს და ამიტომაც ყველანი გაანადგურეს", _ აცხადებს კადიროვი.