დაღესტანში ჩრდილოკავკასიელ მებრძოლებსა და ფედერალურ ძალებს უკვე მეორე დღეა ბრძოლა მიმდინარეობს. მთლიანობაში კი ეს სპეცოპერაცია ფედერალურმა ძალებმა ხუთი დღის წინ დაიწყეს. ფედერალურმა ძალებმა ბრძოლაში ამ დილიდან არტილერია და ავიაცია ჩართო. წინასწარი მონაცემებით, უკვე დაღუპულია 13 პოლიციელი, 17 კი დაჭრილია. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ვერტმფრენები დაღესტნის ჰასავიურტის რაიონის ტყიან მასივებს ბომბავს. ბრძოლა ამ დილიდან განახლდა. ბოევიკებს შორის დაღუპულთა შესახებ ჯერ ჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.
რუსული მედია ასევე იუწყება, რომ სპეცოპერაცია ურთულეს ბუნებრივ პირობებში მიმდინარეობს, ვინაიდან ირგვლივ ძალიან დიდი თოვლია. რუსული მედია აღნიშნავს იმასაც, რომ ჩრდილოკავკასიელი მებრძოლები ფედერალურ ძალებს მედგარ წინააღმდეგობას უწევენ.