ჩეჩნეთის ერთ-ერთ რაიონში სამართლადამცავებმა დაღესტნელი მებრძოლების ლიდერის, იბრაგიმჰალილ დაუდოვის ცხედარი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია სამართალდამცავ ორგანოებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"დაუდოვის ცხედარი დღეს ჩეჩნეთის ერთ-ერთ რაიონში იქნა აღმოჩენილი. მომხდარის გარემოებები დგინდება", _ იუწყება რუსული მედია. მათი ინფორმაციით, დაახლოებით ოთხი დღის წინ კარახბულახკენტის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაუდოვის ვაჟი მაგომედჰაბიბ დაუდოვი მოკლეს.
როგორვ სამართალდამცავ ორგანოებში არსებული მეორე წყარო აცხადებს, მოკლულის ცხედარი აღმოჩენილი იყო სოფლის განაპირას მდინარის პირზე.
"მოკლული ამოცნობილია, როგორც იბრაგიმჰალილ დაუდოვი, დაღესტნის ე.წ. ამირი", _ იუწყება წყარო.