ბავშვები, რომელთაც ფიზიკურად სჯიან, ზრდასრულ ცხოვრებაში, შესაძლოა, ნამდვილ ოჯახურ ტირანებად იქცნენ, - ამ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი მეცნიერები. ფიზიკური შეხება აფუჭებს ხასიათს და აგრესიისკენ უბიძგებს.
ჩრდილოეთ კაროლინას სპეციალისტებმა გააანალიზეს კვლევის შედეგები, რომელიც გაკეთდა ბოლო 20 წლის განმავლობაში და აღმოაჩინეს კავშირი სხვათა მიმართ აგრესიულ ქცევასა და ბავშვობაში ფიზიკურ დასჯას შორის.
გარდა ამისა, აღმოჩენილია კავშირი ბავშვების ფიზიკური დასჯისა ფსიქიკურ პრობლემებთან, ასევე ინტელექტის შემცირებასთან.