რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ფილიპ ლეფორს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"შეხვედრისას მათ ისაუბრეს სამხრეთ კავკასიის პრობლემებსა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებთან არსებულ სიტუაციაზე. შეეხნენ ასევე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხს", _ ნათქვამია სერგეი ლავროვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.