ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩვნების მეორე ტური იმართება. სახელმწიფო მეთაურის პოსტისთვის ოპოიზიციის კანდიდატი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან ივო იოსიპოვიჩი და მისი ყოფილი თანაპარტიელი ზაგრების მერი მილან ბანდიჩი იბრძვიან.
ბანდიჩი პარტიიდან არჩევნების წინ გარიცხეს, რადგან მან მიიღო დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, ებრძოლა პრეზიდენტის პოსტისთვის.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს 4,1 მილიონ ამომრჩეველს და 400 ათასამდე უცხოური დიასპორის წარმომადგენელს
სოციოლოგები მიიჩნევენ, რომ არჩევნებში გამარჯვების შანსი ივო იოსიპოვიჩს აქვს, რომელიც სავარაუდოდ 10-15%-იანი უპირატესობით დაამარცხხებს თავის კონკურენტს.