ნბა-ში მოთამაშე ერთადერთი ქართველის, ზაზა ფაჩულიას, გუნდმა „ატლანტა ჰოუქსმა" 31 იანვარს იოლი გამარჯვება მოიპოვა."ჰოუქსმა" გასვლაზე 100:77 დაამარცხა კანადური გუნდი „ტორონტო რეპტორზი" და მოგებებით გაუთანაბრდა სამხრეთ-აღმოსავლეთის დივიზიონის ლიდერ „მაიამის". „ატლანტას" 22 თამაშში 16 მოგება აქვს და აღმოსავლეთში მესამე ადგილზეა. „ტორონტოსთან" შეხვედრაში ზაზა ფაჩულია კვლავ სასტარტო ხუთეულში იყო და 26 წუთში 10 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა. ზაზამ 22 თამაშში მეშვიდედ მოაგროვა 10 და მეტი ქულა.
მასალის გამოყენების პირობები