კატალონიურმა „ბარსელონამ" თავის ახალგაზრდა ფეხბურთელს, ისააკ კუენკას პროფესიონალური კონტრაქტი გაუფორმა. ახალგაზრდა ესპანელი 2015 წლამდე დარჩება ბარსელონაში. მისი სატრანსფერო თანხა 20 მლნ. ევროს შეადგენს.
„მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კარიერას ბარსელონაში ვაგრძელებ. ამაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი და მადლობა ღმერთს, რომ ოცნება ამისრულდა,"- განუცხადა კუენკამ „ბარსელონას" ოფიციალურ საიტს კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.
20 წლის ესპანელი ისააკ კუენკა 2003-2006 და 2009-2010 წლებში „ბარსელონა ბ" -ს შემადგენლობაში ირიცხებოდა. იგი წელს გადავიდა პირველ გუნდში და 7 ჩატარებულ შეხვედრაში 2 გოლის გატანა მოახერხა.