"Freedom House ცდილობს უფრო თავისუფლებისა და დემოკრატიის ხარისხი გაზომოს და არა მართვის. "ვარდების რევოლუციის" შემდგომი საქართველოს ერთ-ერთი განმსაზღვრელი მახასიათებელი ისაა, რომ იმ დროს, როდესაც მათ გააუმჯობესეს მართვა, შეამცირეს წვრილმანი კორუფცია, ბიროკრატია და სხვა ამგვარი მოვლენები, მათ ძალიან ცოტა რამ გააკეთეს ხელშესახები დემოკრატიული რეფორმების ჩასატარებლად. მედიის თავისუფლების მუდმივი პრობლემა, სახელმწიფო ძალაუფლებისა და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება, აღმასრულებელი ხელისუფლების დომინირება, ოპოზიციის დევნა და სხვა ამგვარ პრობლემებთან დაკავშირებული ვითარება ამ ბოლო წლებში არ შეცვლილა", - განაცხადა მიტჩელმა ინტერვიუში, რომლის ქართულ ვერსიას "ფორეინპრესი" აქვეყნებს.
მიტჩელი ეთანხმება Freedom House-ის შეფასებას, რომლის მიხედვითაც საქართველო არც დემოკრატიული ქვეყანაა და არც ავტორიტარული რეჟიმი, ის სადღაც შუაშია.
"ამიტომაც დაიმსახურა მან "ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნის" რეიტინგი", - განაცხადა მიტჩელმა.