ENG / RUS       12+

ლინკოლნ მიტჩელი ვარაუდობს, რომ 2012 წლის არჩევნები საქართველოში უსამართლოდ ჩატარდება

კოლუმბიის უნივერსისტეტის თანამშრომელი Caucasus Context-თვის მიცემულ ინტერვიუში ვარაუდობს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში უსამართლოდ ჩატარდება. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ისეთი არჩევნების მიმდევარია, როდესაც ისიც კმარა, თუ ეუთოს, "დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის" და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლების ძუნწ დასტურს მიიღებენ.

"თუმცა არჩევნები ისევ საკმარისად უსამართლო რჩება, რათა მმართველი პარტიის გამარჯვება უზრუნველყოს. ვფიქრობ, რომ 2012 წლის არჩევნებზეც იგივე მოხდება", - განაცხადა მიტჩელმა ინტერვიუში, რომლის ქართულ ვერსიას "ფორეინპრესი" აქვეყნებს.

მისი თქმით, ივანიშვილის გამოჩენას პოლიტიკურ სცენაზე გააჩნია პოტენციალი იმისა, რომ ვითარება შეცვალოს, რადგან ის უძლიერესი ოპოზიციური ფიგურაა მათ შორის, ვისთან დაპირისპირებაც "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მთავრობას მოუხდა და ის არის ერთადერთი ფიგურა, ვისაც მთავრობასთან კონკურირების რესურსი გააჩნია.

"ვფიქრობ, რომ არასაარჩევნო წელი უფრო წინ წასწევდა საქართველოს Freedom House-ის რეიტინგში, რადგან მთავრობას შესაძლოა უფრო მოენდომებინა ლიბერალიზაცია, როდესაც ამდენი რამ არ იდებოდა სასწორზე", - განაცხადა მიტჩელმა.

მისი აზრით, საქართველოს მთავრობა დემოკრატიას სერიოზულად უნდა მოეკიდოს და გააცნობიეროს - იმისთვის, რომ საქართველომ საგარეოპოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს, მეტი დემოკრატია აბსოლუტურად აუცილებელია, თუმცა საკმარისი არ არის.

"თუ ეს არჩევნები და ასევე წინსაარჩევნო პერიოდი, რომელიც უკვე დაიწყო, უფრო დემოკრატიულ კონტექსტში წარიმართება, ეს იქნებოდა სწორი მიმართულებით გადადგმული დიდი ნაბიჯი,მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ ამის ნიშნებს ვერ ვამჩნევთ", - აღნიშნა კოლუმბიის უნივერსიტეტის თანამშრომელმა.

 

 

 

ავტორი: . .