საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ ხმა მეუღლესთან ერთად მისცა. ხმის მიცემის შემდეგ გაკეთებული კომენტარისას ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ დარწმუნებულია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საჭირო აღარ იქნება.
ბურჯანაძემ აღნიშნა, მან ხმა მისცა საქართველოს სტაბილურობას, ნატო-ში გაწევრიანებისთვის დაწყებული რეფორმების გაგრძელებას და დემოკრატიულ განვითარებას.
"ხმა მივეცი იმ ადამიანს, რომელიც ყველა ამოცანას შეასრულებს, რაც ქვეყნის წინაშე დადგება", - განაცხადა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.
ბურჯანაძემ ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა.
ბურჯანაძემ შესაძლო პროვოკაციებზეც შეაჩერა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია არავითარ პროვოკაციას არ წამოეგება.
"ხელისუფლების მხრიდან კი არანაირი პროვოკაცია მოსალოდენლი არ არის, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს სიმშვიდისთვის", _ აღნიშნა მან.
ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ მიტინგები საჭირო არ იქნება, რადგან არჩევნების პროცესი დემოკრატიულად და გამჭვირვალედ მიმდინარეობს