პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა რეფერენდუმის კითხვას _ სურს თუ არა ნატოში გაწევრიანება დადებითი პასუხი გასცა.
ხოლო არჩევნების გაზაფხულზე ჩატარებასთან დაკავშირებით, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება და პირადად მისი გუნდი მზად არის არჩევნები ჩატარდეს გაზაფხულზე, თუმცა აცხადებს, რომ ეს საკითხი არის ხალხის გადასაწყვეტი.
"ჩვენ გვინდოდა არჩევნები შემოდგომით ჩატარებულიყო და ამის მიზეზებსაც ვასახელებდით. მაგრამ რადგან საკითხი დადგა, რომ ჩატარდეს გაზაფხულზე, ეს არის მოსახლეობის გადასაწყვეტი. თუ მოსახლეობა გაზაფხულს აირჩევს მაშინ ჩვენი გუნდი ამ არჩევნებისთვის მზად არის", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა საარჩევნო უბანზე გაკეთებული კომენტარისას.