გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის პრესსპიკერმა თინა ხიდაშელმა პირველი საგანგებო ბრიფინგი გამართა და მთელი საქართველოს მასშტაბით საარჩევნო პროცესისი დარღვევებზე ისაუბრა. საერთო სახალხო მოძრაობის პრეს სპიკერმა ამომრჩევლებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ისინი თითოეული ხმის დაცვისათვის მზად არიან.
ხიდაშელმა საქართველოს პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელს,ე საქართველოს ყველა ქალაქის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებსა და გამგებლებს მუნიციპალური ტრანსპორტის დაბრუნებისა და ამომრჩეველთა გადაადგილების უზრუნველყოფის მოთხოვნით მიმართა.
ხიდაშელის თქმით, მე-19, მე-20, 22-ე უბნებიდან გამოყარეს ოპოზიციური პარტიის ყველა წევრი.
"ასევე ნაძალადევის მე-9, მე-7, 24-ე, 27-ე უბნებთან დგანან წითელქუდიანი აქტივისტები და უბანზე მისულ ამომრჩევლებს შეურაცხყოფას აყენებენ და მიუწოდებენ მოსახლეობას არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ქუთაისის საარჩევნო ოლქის მეხუთე უბანზე გაიხსნა საარჩევნო ყუთი. ამის მიზეზი გახდა ის რომ კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა რომ ყუთში რაღაც ჩაუვარდა. იმ დროისათვის ყუთში იყო ჩაგდებული 50 ბიულეტენი და 50-ვე ხმა ეკუთვნოდა გაჩეჩილაძეს და ამჟამად ამ ხმების გაუქმების საკითხი დგას. ამას გარდა, 10 საათის მდგომარეობით ქვემო ქართლში უკვე დაფიქსირებულია 400-ზე მეტი ამომრჩეველი, რაც ფიზიკურად შეუძლებელია.
კოდორის ოლქებში კი დაფიქსირდა ამომრჩეველთა 27 პროცენტი, რაც არარეალური ციფრია", _ განაცხადა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, პრობლემებია შექმნილი ბათუმის #2 საარჩევნო უბანზე, სადაც ხიდაშელის თქმით, ბიულეტენები საერთოდ არ არის.
"სენაკში ჩატანილია 42 ათასი ბიულეტენი და მხოლოდ 22 ათასი კონვერტი. დარღვევებია ასევე თელავში. კისისხევში კომისიის წევრებს წაართვეს ყველა საჩივარი და დახიეს. დარღვევებია ასევე დაფიქსირებელი შსს-ს მიერ გახსნილ სპეცუბნებზე",_ განაცხადა ხიდაშელმა.
ხიდაშელის თქმით, მათ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ რომ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები ხმას აძლევენ როგორც საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ასევე მათთვის სპეციალურად გახსნილ უბნებზე.
ხიდაშელი მოუწოდებს ხელისუფლებას რომ გაერთიანებული ოპოზიცია ყველა დარღვევის საქმის კურსშია და ისინი მათ რეაგირების გარეშე არ დატოვებენ.