თავდაცვითი სისტემების მწარმოებელ ისრაელის კომპანია Elbit Systems Ltd-ს საქართველო 35 მლნ აშშ დოლარს გადაუხდის. ამის შესახებ ინფორმაციას ”ადამიანის უფლებათა ცენტრი” თავად კომპანია Elbit Systems Ltd-ზე დაყრდნობით წერს.
Elbit Systems Ltd-მ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სარჩელი გაერთიანებული სამეფოს მართლმსაჯულების უზენაეს სასამართლოში 2011 წლის აპრილში შეიტანა. კომპანია საქართველოს 2007 წელს გაფორმებული კონტრაქტის დარღვევას ედავებოდა და ზიანის ანაზღაურებისთვის 100 მილიონ დოლარს ითხოვდა.
„გარიგების თანახმად, საქართველო კომპანიას გადაუხდის, დაახლოებით, 35 მლნ აშშ დოლარს და ასევე, დაუბრუნებს მას გარკვეულ აღჭურვილობას და სისტემებს, რომელიც კომპანიამ ადრე მიაწოდა საქართველოს, თავდაპირველი პრეტენზიების მოხსნის სანაცვლოდ“, – აღნიშნულია კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები