საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ლადო გურგენიძემ ხმის მიცემის პროცედურა განახორციელა და საკუთარი არჩევანი საარჩევნო უბანზე ღიად დააფიქსირა.
"ხმა მივეცი კანდიდატ მიხეილ სააკაშვილს. შემოვხაზე #5, რადგან სიღარიბის წინააღმდეგი და ნატოში ინტეგრაციის მომხრე ვარ", _ განაცხადა გურგენიძემ.
პრემიერმა ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო გარემოს "მშვიდი" უწოდა და განაცხადა, რომ უამინდობის მიუხედავად, ამომრჩეველთა აქტივობა გუდაურსა და ბაკურიანში დამაკმაყოფილებელია.