პრეზიდენტობის კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ ვაკის #10 საარჩევნო უბანზე ხმა მისცა. მისი თქმით, მან ხმა მისცა საქართველოს უპირველეს ყოვლისა.
"განწყობა მაქვს ძალინა კარგი. ვფიქრობ აუცილებლად შევძლებ წარმატების მოპოვებას. ხმა მივეცი საქართველოს უპირველეს ყოვლისა. რაც შეეხება დარღვევებს, უკვე არის სერიოზული დარღვევები, მაგრამ ჩვენი საარჩევნო შტაბი მზად არის თითოეულ მათგანზე სათანადო რეაგირება მოახდინოს", - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ საარჩევნო პროცედურის გავლის დასრულების შემდეგ.
იგი საარჩევნო უბანზე მეუღლესთან, შვილებთან და ძმასთან ერთად მივიდა.