პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა არჩევანი უკვე გააკეთა. რამდენიმე წუთის წინ იგი მეუღლესთან სანდრა რულოვსთან და ორივე შვილთან ერთად ზანდუკელის ქუჩა #16-ში გახსნილ საარჩევნო უბანზე მივიდა.
საარჩევნო ბიულეტინი მან უმცროსი შვილის დახმარებით ჩააგდო ყუთში.
სააკაშვილის ხმის მიცემას ჟურნალისტთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი კორპუსი ესწრებოდა.
ჯერჯერობით მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბში საარჩევნო პროცესის დარღვევასთან დაკავშირებითYინფორმაცია არ მოსულა.