პრეზიდენტობის კანდიდატმა, გია მაისაშვილმა საკუთარი არჩევანი თბილისის მე-60 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
მაისაშვილი გამარჯვებაში დარწმუნებულია და თავს მომავალ პრეზიდენტად მიიჩნევს.
"ხმა მივეცი თავისუფალ, სამართლიან და გაბრწყინებულ საქართველოს. დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებ", _ განაცხადა მაისაშვილმა.
Mმან ყველა მოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობისკენ და არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, გია მაისაშვილი საპრეზიდენტო არჩეჩვნებში #6 კანდიდატად მონაწილეობს.