საქართველოს ექს-პრეზიდეტმა ედუარდ შევარდნაძემ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და ხმა კრწანისის მეთოთხმეტე საარჩევნო უბანზე მისცა.
შევარდნაძემ არჩევნებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია პირველ ტურში გამარჯვებულის გამოვლენა გაჭირდება და მისი პროგნიზით აუცილებლად მეორე ტური გაიმართება.
შევარდნაძემ არ დააკონკრეტა რომელ კანდიდატს მისცა ხმა, თუმცა აღნიშნა, რომ გაიმარჯვებს ის კანდიდატი, რომელსაც მან მხარი დაუჭირა.