ბრიტანეთის თავდაცის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაია შეხვდა. თავდაცვის სამინისტროში გამართული მოლაპარაკებების დროს მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების მექანზმების გაძლიერების შესახებ ისაუბრეს.
განიხილეს საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ოპერაციებში მონაწილეობის საკითხიც. შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიტანეთის პარლამენტარი თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთან ერთად კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრს ესტუმრა და ქართველი ჯარისკაცების მომზადების პირობებს გაეცნო.
ლაიმ ფოქსი შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრთან, ეროვნული უშიშროების მდივანთან და შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილთან გეგმავს.