ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ქართველი ჯარისკაცი კაპრალი შალვა ფაილოძე დაღუპა.
კაპრალი ფაილოძე მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა. ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2008 წლიდან ირიცხება.
სამხედრო სამსახურის პერიოდში მიღებული აქვს მედალი "სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის". კაპრალი ფაილოძე თალიბების თავდასხმის დროს მიღებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სოციალურ პაკეტს მიიღებს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს კაპრალ შალვა ფაილოძის დაღუპვის გამო.