მოქანდაკე ზურაბ წერეთელმა განაცხადა, რომ მოსკოვის ცენტრში პატრიარქ ალექსეი II-ის ქანდაკებას დადგამს, _ იუწყება “ინტერფაქსი”.
მისი თქმით, ქანდაკებას გოგოლის ბულვარზე, რუსეთის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის შენობასთან დაამონტაჟებენ. მისი დადგმის ინიციატორი რუსეთის სამხატვრო აკადემია იყო, რომელსაც წერეთელი ხელმძღვანელობს. იქვე მოქანდაკის 18-მეტრიანი ბროლის სამრეკლო დადგამენ.
“მინდა, რომ სულიერების ეს პატარა ეზო რუსეთის ისტორიის ერთგვარი პატარა ეზო იყოს”, - დააკონკრეტა წერეთელმა.
ადრე ალექსანდრე ნეველის საპატივცემულოდ ბროლის სამრეკლოს დადგმა მანეჟის მოედანზე იგეგმებოდა, თუმცა შემდეგ დედაქალაქის ხელმძღვანელობამ პირველადი გადაწყვეტილება შეცვალა.
წერეთელმა ასევე განაცხადა, რომ მოსკოვში პარკის შექმნას აპირებს, სადაც ცნობილი არქიტექტორების ბიუსტები იქნება წარმოდგენილი, რომლებიც მოსკოვში მუშაობდნენ.
“ძალიან მწყინს, რომ უნიკალური არქიტექტორები, რომლებიც მოსკოვს აშენებდნენ - კაზაკოვი, ბაჟენოვი, შეხტელი დავიწყებულია. ამიტომ მინდა პარკი 'მოსკოვის ხუროთმოძღვრები' შევქმნა”, - აღნიშნა წერეთელმა.
მისი თქმით პარკი კაზაკოვის ქუჩაზე აშენდება.
წერეთელმა აღნიშნა, რომ ამ პარკში ორი მუზეუმი _ სახვითი ხელოვნებისა და სპორტის მუზეუმები აშენდება. მოქანდაკემ მწუხარება გამოთქვა, რომ რუსეთში ამ დრომდე სპორტის მუზეუმი არაა.
მასალის გამოყენების პირობები