ავღანეთის სამშვიდობო მისიაში საქართველომ სამხედრო კონტიგენტი გაზარდა. აღნიშნული საკითხი პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე 103 ხმით დაამტკიცა.
საკანონმდებლო ორგანოში აღნიშნული ინიციატივა პრეზიდენტის სახელით გასულ კვირას შევიდა. მის მიხედვით, ავღანეთის უსაფრხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF) დამატებით ერთი ქვეითი ბატალიონი კიდევ გაიგზავნება.
ქართველი სამხედროები ამერიკის შეერთებული შტატების დაქვემდებარებაში იმსახურებენ.