საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში, სამშვიდობო კონტიგენტსა და პოლიციურ შენაერთებში ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობის ვალდებულებას იღებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დადგენილების „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის განსახორციელებლად 2012 - 2015 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ განიხილეს.
დადგენილებაში ყურადღება ოთხი ძირითად მიმართულებაზეა გამახვილებული, კერძოდ კი ეს ეხება ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობას უსაფთხოების და მშვიდობის მშენებლობის საკითხებში; გადაწყვეტილების მიმღებ დონეებზე ქალთა მონაწილეობის გაზრდას და ოფიციალურ სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში ქალთა ჩართულობის ხელშეწყობა; შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში, სამშვიდობო კონტიგენტსა და პოლიციურ შენაერთებში ქალთა მონაწილეობის მხარდაჭერას, მათი ინფორმირებულობის გაზრდას; სახალო დიოპლომატიის პროცესში ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობას; კონფლიქტის პრევენციაში ქალთა საჭიროებების გათვალწინებას და კონფლიქტის შემდგომ პერიოდში ქალთა წინააღმდეგ სექსუალური და გენდერული ხასიათის ძალადობის პრევეციას.