ავღანეთის სამშვიდობო მისიაში საქართველო სამხედრო კონტიგენტს გაზრდის. აღნიშნული ინიციატივა დღევანდელ ბიურის სხდომაზე პრეზიდენტის სახელით უკვე დარეგისტრირდა. ავღანეთის უსაფრხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF) დამატებით ერთი ქვეითი ბატალიონი კიდევ გაიგზავნება.
ქართველი სამხედროები ამერიკის შეერთებული შტატების დაქვემდებარებაში იმსახურებენ.
ავღანეთში დამატებით ბატალიონის გაგზავნის შესახებ დადგენილებას პარლამენტი მომავალი კვირის რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებს.