მახაჩკალაში გუშინ საღამოს გაზეთ "ჩერნოვიკის" დამფუძნებელი ხაჯიმურატ კამალოვი მოკლეს. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, კამალოვი უცნობმა პირმა დაცხრილა.
2009 წელს კამალოვის სახელი მოხსენიებული იყო მახაჩკალაში გავრცელებულ ფურცლებზე, სადაც ეწერა ადამიანების სია, რომელთაც უცნობი პირები მოკვლით ემუქრებოდნენ. ცნობილი იყო, რომ მისიის ავტორები დაღესტანში მილიციელების მოკვლის გამო შურისძიებით იმუქრებოდნენ. ამ სიაში მოხვედრილი ჟურნალისტები, ადვოკატები და საზოგადო მოღვაწეები დასახელებული იყვნენ ტერორისტების ხელშემწყობებად.
2008 წელს "ჩერნოვიკის" მთავარი რედაქტორის, ნადრი ისაევისა და რამდენიმე ჟურნალისტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ისინი ბრალდებულები იყვნენ ექსტრემისტული ქმედებებისა და სიძულვილის დათესვის მოწოდებასა და განხორციელებაში.