„ჩვენ მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორ-პრეტენდენტებს: მაკედონიას, ბოსნიას და ჰერცოგოვინას, ჩერნოგორიას და საქართველოს, მნიშვნელოვანი საოპერაციო მხარდჭერისთვის, რომელიც მათ ნატოს აღმოუჩინეს. ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ღია კარის პოლიტიკისა და ჩვენი პარტნიორი-პრეტენდენტების ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, იმ გადაწყვეტილებების თანახმად, რომელიც მანამდე ნატოს ბუქარესტის, სტრასბურგ-კელის და ლისაბონის სამიტებზე იქნა მიღებული. დემოკრატიული ფასეულობები, რეგიონალური თანამშრომლობა და კარგი კეთილმეზობლური ურთიერთობები მნისვნელოვანია მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის. ჩვენ მივესალმებით პრეტენდენტი-ქვეყნების მიერ მიღწეულ პროგრესს და მოვუწოდებტ მათ განაგრძონ აუცილებელი აუციელებელი გადაწყვეტილებებისა და რეფორმების განხორციელება, ევროატლანტიკური ინტეგრაციის საქმეში შემდგომი წარმატებების მიღწევისთვის".
საქართველო, რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯს მიესალმა. Civil.ge-ის რეპორტაჟში ნათქვამია:
„საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროატლანტიკური ინტეგრაციის სახკითხებში გიორგი ბარამიძე მიესალმა ნატოს განცხადებაში ასეთ ფორმულირებას და აღნიშნა, რომ „საქართველოს პირველად მიენიჭა ნატოს ოფიციალურ დოკუმენტში ნატოს წევრობის კანიდატის სტატუსი".
სტატიაში, რომლის ქართულ ვერსიას "ფორეინპრესი" აქვეყნებს, ნათქვამია, რომ რუსეთმა ნატო-ს ეს ნაბიჯი რა თქმა უნდა დაგმო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე მინისტრ სერგეი ლავროვის პრესკონფერენციის ტექსტი გამოქვეყნდა. პრესკონფერენცია ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის შედეგებს მიეღვნა. ფრაგმენტი ლავროვის გამოსვლიდან:
„მე ავღნიშნე, რომ გუშინ, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მიღებულ კომუნიკეში არის ტერმინი „aspirant partners", ანუ პარტნიორები, რომლებიც ნატოში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვიან. ამ ტერმინით მოხსენიებულ ქვეყნებს შორის არის საქართველო. მე გულწრფელად გავაფრთხილე ჩვენი კოლეგები, რომ ამით უნებლიედ არ წაახალისონ საქართველოს დღევანდელი რეჟიმი 2008 წლის აგვისტოს ავანტიურის გამეორებისკენ, რაც ნატოს ბუქარესტის სამიტიდან მალევე მოხდა და სადაც უაპელაციოდ აღინიშნა, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. მ. სააკაშვილის ფსიქიკის გათვალისწინებით, ეჭვი არ მეპარება, რომ ამან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა შეშლილი და უგუნური გადაწყვეტილების მიღებაში. მე იმედი გამოვთქვი, რომ ნატოს წევრები პასუხისმგებლობით მიუდგებიან მსგავსი ტიპის მოვლენებს რეგიონში, რომელიც სტრატეგიულია სამხრეთ კავკასიის და რუსეთის ფედერაციისთვის. იქ ჩვენი უახლოესი მოკავშირეები და მეზობლები ცხოვრობენ. ვიმედოვნებ, რომ მათ ჩემი ნათქვამი გაიგეს".
აშშ-ს სახელმწიფო დეპრატამენტის ბრიფინგზე, რომელიც ასევე ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის შედეგებს მიეძღვნა, ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ საქართველო იმ ქვეყნების ჯგუფში შევიდა, რომელიც ადრე მხოლოდ ბალკანეთის სამ პრეტენდენტ-ქვეყანას მოიცავდა.
„და, ბოლოს, ჩვენ განვიხილეთ საკითხები, რომელიც ეძღვნება ალიანსის წევრობის მსურველ ოთხ ქვეყანას: მაკედონიას, ჩერნოგორიას, ბოსნიას და საქართველოს, ასევე ის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ამ სახელმწიფოებისთვის ნატოს კარი ღია გვქონდეს, და ისიც, თუ როგორ უნდა გავაგებინოთ მათ ჩიკაგოს სამიტზე ის, თუ რისი გაკეთებაა კიდევ აუცილებელი ალიანსში გაწევრიანებისთვის. საკითხთა ყველაზე ფარტო სპექტრის განხილვა საღამომდე, 11 საათამდე, გაგრძელდა. აზრი გამოთქვა ყველამ".
"მაშ ასე, რა არის ეს - პოლიტიკის კარდინალური ცვლა, თუ მხოლოდ რიტორიკის ცვლა? ყველა შემთხვევაში მოვლენების განვითარებას ყურადღებით დავაკვირდებით", - წერს ჯოშუა კუცერა.