საერთო სახალხო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა აცხადებს, რომ საარჩევნო უბნებზე ძირითადად ორი სახის დარღვევებია.
"ეს არის ის რომ, ხშირ შემთხევვაში არ არის ქსეროქსი და საერთო სახალხო მოძრაობის წარმომადგენლებს საარჩევნო უბნებზე არ უშვებენ. ის რომ არ არის ქსეროქსი, ბუნებრივია, გამორიცხავს დამატებით სიებში ხალხის შეყვანის შესაძლებლობას. სამწუხაროა, რომ ცესკოს თავმჯდომარე დღეს ბედნიერი სახით აცხადებს, რომ დარღვევები ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა", _ განაცხადა კუკავამ.
"მივმართავ ნინო ბურჯანაძეს იმასთან დაკავშირებით რომ აუწყოს ლევან თარხნიშვილს, რომ მისი საქმე ბედნიერი სახით განცხადებების კეთება კი არა, საარჩევნო უბნებზე არსებულ დარღვევებზე რეაგირებაა", - განაცხადა კახა კუკავამ.