არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნები სრული კანონის დაცვით მიმდინარეობს.
როგორც იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი ჩხეიძემ განაცხადა, არჩევნების დაწყებამდე და მისი მსვლელობისსას არის რიგი უმნიშვნელო პრობლემებისა, რომელიც დროულად აღმოიფხვრა.
"ჩვენი დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული დარღვევებიდან მნიშვნელოვანია ის რომ საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა პოლიტიკური პარტიების რამოდენიმე წარმომადგენელი. არადა კანონმდებლობით საარჩევნო უბანზე დაშვებულია მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის ყოფნა", _ აღნიშნა გიორგი ჩხეიძემ.
ახალი თაობა ახალი ინციატივის თავმჯდომარის, კოკი იოთანაშვილის განცხადებით, მათ მიერ მხოლოდ უმნიშვლეო დარღვევები დააფიქსირდა და ქვეყნის მასშტაბით არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. იოთანაშვილი აცხადებს, რომ მათი დამკვირვებლები იმყოფებიან ასევე ლიახვის ხეობასა და ზემო აფხაზეთში, სადაც საარჩევნო პროცედურა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ მათ დამკვირვებლებს პრობლემები ნაძალადების #45 უბანზე შეექმნათ სადაც სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელი არ დაუშვეს, თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისიაში სატელეფონო ზარის განხორციელების შემდეგ აღნიშნული პრობლემაც აღმოიფხვრა.
სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ანალოგიური პრობლემები იყო ასევე ბათუმის #37-54, ხაშურის #6 და საჩხერის #25-ე უბანზე. ხოლო რაც შEეხება ახალციხის #1,2,3,4,5,6,13,22 და 48 უბანზე არჩევნები წილის ყრის გარეშE დაიწყო.