ცესკო-ში "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ოთარ კახიძემ კანონდარღვევის ფაქტებზე საუბრობს.
მისი თქმით, ცალკეულ კანონდარღვევებთან ერთად ზოგიერთ უბანზე 1 500 ამორჩეველზე მეტი ფიქსირდება.
"კანონი უბანზე მხოლოდ 1 500 ამომრჩეველს ითვალისწინებს, მიუხედავად ამისა, ზოგიერთ უბანზე 1 600 და მეტი ამომრჩეველია დაფიქსირებული",- აცხადებს კახიძე.
მისი თქმით, ასეთი ფაქტები დაფიქსირებულია თბილისს მთაწმინდისა და გლდანის საარჩევნო ოლქების ზოგიერთ უბანზე.
საია-ს წარმომადგენლის თქმით, საარჩევნო სიებში დამატებული არიან პოლიციელები და სიების ზრდა ამით არის განპირობებული.