ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კომისიის თავმჯდომარემ, ლევან თარხნიშვილმა პირველი ბრიფინგი გამართა.
ცესკო-ს თავმჯდომარის განცხადებით, ამ დროიოისათვის საქართველოს მასშტაბით საარჩევნო პროცესი კანონის ფარგლებში, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.
თარხნიშვილის თქმით, გამონაკლისი მხოლოდ შატილის რაიონია, სადაც უამინდობის გამო საარჩევნო უბნების გახსნა ვერ მოხერხდა.
თარხნიშვილის განცხადებით, ამ დროისათვის ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია. უამინდობის გამო ზოგიერთი უბნის გახსნა რამდენიმე წუთის დაგვიანებით მოხდა.
"იყო ასევე რამდენიმე ზარი საორგანიზაციო ხასიათის პრობლემებთან დაკავშირებით, თუმცა ეს პრობლემებიც სამუშაო რეჟიმში მოგვარდა. საარჩევნო პროცესი დაიწყო და იმედი მაქვს, ყველაფერი კანონის სრული დაცვით განხორციელდება და არჩევნები ექსცესების გარეშე ჩაივლის", _ განაცხადა თარხნიშვილმა.